2021 წლის 25 მაისს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია. სტუდენტებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს პრეზენტაციები ეკონომიკასა და ბიზნესში აქტუალურ საკითხებზე. კონფერენციის კომისიის გადაწყვეტილებით გამოვლინდნენ გამარჯვებული სტუდენტები: I ადგილი - დადუნაძე მარიამ, ,,COVID-19 პანდემიის გავლენა ქალთა დასაქმებაზე საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასისტენტ პროფესორი ქეთევან ჩიტალაძე. II ადგილი - აბრამიშვილი ზურაბი, ,,პანდემიის გავლენის შედეგები განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია. III ადგილი - გაზდელიანი ლუკა, ,,უმაღლესი სასწავლებლების ციფრული ტრანსფორმაცია - ციფრული უნივერსიტეტი“ მეცნიერ-ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი. გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო, კონფერენციაში მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდება სერთიფიკატებით.